09:14 27 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0383
  • 100 RUB4.2578
  • USD2.7928
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (808)
11401

თუ სტრასბურგის სასამართლო იაროსლავ სუმბაევის საქმის განხილვას შეუდგება, საქართველოს მოუწევს შეაჩეროს ექსტრადირების პროცესი.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ინტერპოლით ძებნილი სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის 13 ნოემბერს ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის თხოვნით მიმართა. ამის შემდეგ სუმბაევმა საქართველოში თავშესაფარი მოითხოვა.

„სუმბაევის ექსტრადირების შესახებ ბრძანება 30 სექტემბერს გაიცა... ამ დროისთვის ჩვენ მის ეტაპირებას ველოდებით. ჩვენ სუმბაევს გადაწყვეტილება უკვე გავაცანით, თუმცა, როგორც მედიიდან გავიგეთ, მისმა ადვოკატმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან აღნიშნულია, რომ ქართულმა მხარემ ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთისგან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების თანახმად, სუმბაევის უფლებების დაცვის გარანტია მიიღო.

თუმცა, თუ სტრასბურგის სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება, საქართველოს მოუწევს დაელოდოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და შეაჩეროს ექსტრადირების პროცესი.

ინტერპოლის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, 28 წლის სუმბაევს ბრალად ედება დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი ძარცვა. რუსეთში სუმბაევს და კიდევ 28 პირს ბრალი ედება "რუსეთის რკინიგზის" და ავიაკომპანია S7-ის ბილეთების ფიქტიურ დაბრუნებაში, რითიც მათ 2013-2014 წლებში 17 მილიონი რუბლი (250 ათას დოლარზე მეტი) გამოიმუშავეს.

მეტიც, ამ თაღლითური სქემის გახსნას უკავშირებენ 10 ოქტომბერს მომხდარ ევგენია შიშკინას მკვლელობას, რომელიც რუსეთის შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს უფროსი გამომძიებელი იყო. გამომძიებლის ცხედარი მის სახლთან ახლოს იპოვეს.

მანამდე რუსეთის მასმედია იუწყებოდა, რომ სუმბაევი რუსეთიდან მონტენეგროში გაიქცა.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (808)

მთავარი თემები