სკანდალი შეწყალების საქმეზე – პროკურატურაში პრეზიდენტის წარმომადგენელი გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerმთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ანგი ხუციშვილმა მასმედიისთვის კომენტარზე უარი განაცხადა.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი პროკურატურაში გამოცხადდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან. საქმე ეხება შეწყალებული მსჯავრდებულების სკანდალურ სიასთან დაკავშირებულ საქმეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების შესახებ.

ჟურნალისტების თხოვნის მიუხედავად ხუციშვილმა მასმედიისთვის არანაირი კომენტარი არ გააკეთა მთავარი პროკურატურის შენობაში შესვლამდე.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
დეპუტატები: თუ საჭირო იქნება, საქართველოს პრეზიდენტიც დაიკითხება

უფრო ადრე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სიით, რომელიც ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი იყო დაკავებული. ამასთან, გაბუნიამ უარყო ოპოზიციის ბრალდება, რომ არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.

უფრო ადრე ოპოზიციამ, კერძოდ, „ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა სწორედ გაბუნიაზე მიუთითა, რომელიც ცნობილი ადვოკატი იყო, და იგი შეწყალების საქმეში ქრთამის აღებაში დაადანაშაულა.

პროკურატურამ უკვე დაკითხა გაბუნია. თავად პრეზიდენტი ამჟამად ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე იმყოფება.

ათონელის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
ვინ შეადგინა შეწყალების სია? დიმიტრი გაბუნიამ კონკრეტული პირი დაასახელა

ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან სამი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, ორი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, ერთი კი ძებნილი იყო. აღნიშნულმა ფაქტმა არა მარტო ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. სკანდალი განსაკუთრებით მას შემდეგ გაღვივდა, რაც გაირკვა, რომ ერთ-ერთი შეწყალებული 2014 წელს პოლიციელის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული.

სკანდალის ფონზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს და შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ოპოზიციამ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა. პრეზიდენტის თქმით, ახალი წესების განხილვაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

რაზე ისაუბრა მოკლული დავით ოთხმეზურის მამამ პროკურატურაში>>

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მან თავად მიიღო და თვითონ არის ამაზე პასუხისმგებელი. მან უარყო საპარლამენტო მდივნის რამე სახის კავშირი პატიმრების შეწყალებასთან.

ყველა ახალი ამბავი
0