„წამლებს აღარ იღებდა" – დედა ქალზე, რომელიც თბილისში ბავშვებს დაესხა თავს

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიფარმაცევტული პროდუქციის ხარისხის შემოწმება
ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხის შემოწმება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ბავშვებზე თავდასხმაში ბრალდებულის დედა და მეზობლები მის მდგომარეობაზე საუბრობენ.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. თამარ საძაგლიშვილმა, რომელიც თბილისში, პეკინის გამზირზე ბავშვებზე თავდასხმის გამო დააკავეს, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე შიზოფრენიის წამლებისა და ანტიდეპრესანტების მიღება შეწყვიტა, განუცხადა დაკავებულის დედამ გაზეთ „კვირის პალიტრას".

თბილისში ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა>>

ინციდენტი 27 აგვისტოს მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალმა მოულოდნელად ჩანთიდან ამოიღო დანა და პატარა ბავშვს სახეზე რამდენჯერმე გადაუსვა. ბავშვი 2015 წელს არის დაბადებული. ამას გარდა, ქალმა ბავშვის დის დაჭრაც მოინდომა, მაგრამ მშობლებმა მისი გადარჩენა მოასწრეს.

დაკავება - Sputnik საქართველო
„ეს დანაშაული მას არ ჩაუდენია“: მცირეწლოვანის დაჭრისთვის დაკავებულ ქალს ბრალი წარუდგინეს

51 წლის თამარ საძაგლიშვილი თბილისში დედასთან მანანა ჩხიკვაძესთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ჩხიკვაძე ინციდენტის დროს ქალაქში არ იმყოფებოდა. ზაფხულს ის, ჩვეულებრივ, შეკვეთილში ატარებს, რადგან იქ მათ კერძო სასტუმრო აქვთ.

მომხდარის გამო მეზობლები შოკირებული იყვნენ. მათი თქმით, თამარი თავშეკავებული, თავაზიანი ადამიანი იყო, ზრუნავდა ეზოში ცხოველებზე, კვებავდა მათ. თუმცა, დროდადრო ისინი მას ფსიქოლოგიურ გადახრებსაც ამჩნევდნენ.

ინციდენტამდე ერთი დღით ადრე მეზობლებმა თამარი ეზოში მოწყენილი და დაღლილი დაინახეს. მათ ქალს დახმარება შესთავაზეს, თუმცა მან უპასუხა, რომ მის დახმარებას ვერავინ შეძლებს.

პეკინის გამზირზე დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოდან გამოწერეს>>

როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე წლის წინ თამარ საძაგლიშვილი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. იქ მას შემდეგ მოათავსეს, რაც დედამ აგრესიულობა შეამჩნია. კლინიკიდან თამარი რამდენიმე დღის შემდეგ გამოწერეს და დაუდგინეს მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, მოგვიანებით კი – შიზოფრენია.

კლინიკა - Sputnik საქართველო
ნეიროფსიქოლოგი ბიჭუნას დაჭრაზე: ფსიქოლოგიური დახმარება ბავშვის მშობლებსაც სჭირდებათ

„მე მოვიყვანე შინ კერძო ფსიქიატრი, რომელიც გაესაუბრა, დარწმუნდა მის დიაგნოზში და დაუნიშნა „ჰალოპერიდოლის" ნემსები და რაღაც აბები, სახელი აღარ მახსოვს. რამდენიმე თვე იღებდა ამ პრეპარატებს. ამის შემდეგ ცუდად გახდა – მოდუნდა, ვეღარ დადიოდა, ჰემოგლობინი 116 რომ უნდა ჰქონოდა, 30-მდე დაუვარდა. პოლიკლინიკის ექიმმა ჰემოგლობინის ასამაღლებელი დაუნიშნა, რომელმაც კარგად იმოქმედა", – აღნიშნა ჩხიკვაძემ.

შემდეგ დედამ სხვა ფსიქიატრსაც მიმართა, მან მოუხსნა ძველი პრეპარატები და „კეტილეპტი" და „ტრიტიკო" დაუნიშნა. ყველა პრეპარატს თამარი ცოტა ხნით იღებდა. ფსიქიკური მდგომარეობა უკვე ნორმაში იყო, ის ნორმალურად საუბრობდა, აკეთებდა საოჯახო საქმეებს, ხატავდა.

„წამლები რომ შეწყვიტა, მაშინაც კარგად იყო, რამდენიმე დღის წინ კი ეს გააკეთა... იმავე ღამით, 23:00-ზე მელაპარაკა ტელეფონით. არაფერი ახსოვდა, მითხრა, კარგად ვარო. რაღაცებს მომიყვა – ეს გავაკეთე, ის მოვიტანეო... ახლა დაიძინე, მეც ვიძინებო. ამის შემდეგ ღამის 3 საათზე მოვიდნენ და წაიყვანეს", – აღნიშნა ჩხიკვაძემ.

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
„სახალხო არტისტის ოჯახის წევრია...“ – ვინ არის ქალი, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავშვი დაჭრა

ყველა ხარჯს ჩხიკვაძე თავად იხდიდა, რადგან კერძო ფსიქიატრის მომსახურებით სარგებლობდა.

„სახელმწიფოს მე არაფერს ვთხოვ, მაგრამ ხომ უნდა შეემოწმებინათ, ვმკურნალობდი თუ არა?!" – განაცხადა ბრალდებულის დედამ.

საძაგლიშვილს ბრალი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ასევე ასეთი დაზიანების მცდელობისთვის წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ელოდება.

მისი ადვოკატი ალექსი გაბუნია, ქალის ფსიქიკური პრობლემების გამო, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს.

დაშავებულ ბიჭუნას საავადმყოფოში ნაკერები დაადეს. მას ღრმა ჭრილობები ჰქონდა ცხვირისა და მარჯვენა ლოყის არეში. ექიმები აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბავშვს ნაიარევი არ დარჩეს. ბავშვი საავადმყოფოდან შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გამოწერეს.

ყველა ახალი ამბავი
0