19:05 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
მოსამართლის ჩაქუჩი

თბილისში ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (577)
102 0 0

ბავშვებზე თავდასხმაში ბრალდებული ქალის საქმეზე წინასწარი მოსმენა ოქტომბერში გაიმართება.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოძიების პერიოდში აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა თბილისში, პეკინის გამზირზე პატარა ბავშვებზე დანით თავდასხმაში ბრალდებულ ქალს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" სასამართლოს პრეს-სამსახურში.

ინციდენტი 27 აგვისტოს პეკინის გამზირზე მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალმა მოულოდნელად ჩანთიდან ამოიღო დანა და პატარა ბავშვს სახეზე რამდენჯერმე გადაუსვა. ბავშვი 2015 წელს არის დაბადებული. ამას გარდა, ქალმა ბავშვის დის დაჭრაც მოინდომა, მაგრამ მშობლებმა მისი გადარჩენა მოასწრეს.

დაშავებულ ბიჭუნას ნაკერები დაადეს. მას ღრმა ჭრილობები ჰქონდა ცხვირისა და მარჯვენა ლოყის არეში. ექიმები აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბავშვს ნაიარევი არ დარჩეს. ბავშვი საავადმყოფოდან გამოწერეს და ის სახლში განაგრძობს მკურნალობას.

„პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. წინასწარი მოსმენა საქმეზე 23 ოქტომბერს, 11 საათზე ჩატარდება", – განაცხადეს სასამართლოში.

მცირეწლოვანის დაჭრისთვის დაკავებულ ქალს ბრალი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ასევე ასეთი დაზიანების მცდელობისთვის ხუთშაბათს წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ელოდება.

„მშობლები იყვნენ შოკში, დასერილი ბიჭუნა იყო ყველაზე მამაცი ჩვენ შორის“ – რა მოხდა პეკინზე>>

ბრალდებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. მისი ადვოკატის ალექსი გაბუნიას განცხადებით, ქალი ბრალს არ აღიარებს, აცხადებს, რომ ეს დანაშაული მას არ ჩაუდენია და მსგავსი არაფერი ახსოვს. ადვოკატის თქმით, ის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და ძლიერმოქმედ პრეპარატებს იღებდა.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (577)

მთავარი თემები