„მშობლები იყვნენ შოკში, დასერილი ბიჭუნა იყო ყველაზე მამაცი ჩვენ შორის“ – რა მოხდა პეკინზე

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს თანამშრომლებმა არასრულწლოვანისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული ქალი დააკავეს.

ჟურნალისტი ნინო თარგამაძე პეკინზე მომხდარ საზარელ შემთხვევაზე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის უშუალოდ ინციდენტს არ შესწრებია, თუმცა ხმაურზე და ჩოჩქოლზე მიირბინა.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია

როგორც ჟურნალისტი წერს, ახლოს რომ მივიდა, გასისხლიანებული ბავშვი დაინახა. თავიდან ეგონა, რომ დაეცა ან მანქანა დაეჯახა.

„მშობლები შოკში, მამა აწყნარებდა მეორე ბავშვს, რომელიც საშინლად დასტრესილი იყო და ტიროდა, დედაც ისტერიკაში, მაგრამ ცდილობდა დაჭრილი ბავშვისთვის მიეხედა. ეს დასერილი ბიჭუნა იყო ყველაზე მამაცი ჩვენს შორის. წარბებს შორის ქონდა ღრმა ჭრილობა, ლოყაც გაჭრილი მაგრამ ბამბის დანახვაზე იძახდა არ დამაჭიროთ მეტკინებაო და მის ადგილზე მე უფრო მეტად ვიჯღავლებდი ამ ასაკშიც“, – წერს ჟურნალისტი.

მისი თქმით, ხალხმა ვერ გაიაზრა, რომ ასე ბავშვს დანა გამვლელმა ქალმა დაარტყა და ადამიანები გაშეშებულები იდგნენ.

ქობულეთში ცოლ-ქმარს მანქანა დაეჯახა: ქალი ადგილზე დაიღუპა >>>

„მაინც ულამაზესი ბავშვი იქნება ეს პატარა და მთავარია, რომ გადარჩა. მისი დაც კარგად იქნება. იმედია, ჯერ კითხვა არ იცის და ფბ-ზე წვდომა არ აქვს და მისი მშობლების დამუნათება-შეფასებებს არ წაიკითხავს, ეყოფა რაც გადაიტანა“, – წერს ჟურნალისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვანისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული ქალი თ.ს. დააკავეს, იუწყება პირველი არხი შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მადონა თედორაძე - Sputnik საქართველო
ემიგრანტი ქალის წერილები: გამომრთეთ, გამომრთეთ, თორემ გადავიწვები!..

თბილისში, პეკინის გამზირზე წუხელ მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მცირეწლოვანი ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიკოსების განცხადებით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0