06:27 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)
127 0 0

ტელეარხის მფლობელი გამოკითხვაზე „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ ფულის გათეთრების საქმეზეა დაბარებული

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. დამოუკიდებელი ტელეარხ „ტვ პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

დეტალები უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ საქმე „თიბისი ბანკში“ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში,  შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით „თიბისი ბანკისგან“ სესხის სახით მიიღეს 16 664 000  აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ვატო წერეთელი „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის ერთ-ერთი მეწილეა.

თავად წერეთელი პროკურატურაში მის დაბარებასთან დაკავშირებით საკუთარ Facebook-გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

„პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, „ტვ პირველს“ არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ !ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ!“, - წერს წერეთელი.

აისახება თუ არა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ხაზარაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე?

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა“ სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე, განმარტა პროკურატურამ.

მამუკა ხაზარაძე: „გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა“ >>

ბანკს არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“. „თიბისი ბანკმა“ ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.

მეტიც, „თიბისი ბანკმა“ გაათავისუფლა ეს კომპანიები საკრედიტო ვალდებულებებისგან. 17 მლნ დოლარის დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.

პარალელურად, „თიბისი ბანკი“ პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.

ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის ნდობით აღჭურვილი პირი აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე პაატა ღაძაძე, რომელიც „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდის“ მიერ 17-მილიონიანი კრედიტის აღების მომენტში „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი იყო.

 

თემები:
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)

მთავარი თემები