02:28 19 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
112-ის ბრიგადა ქუთაისში

სუსლიაკის ადვოკატი: გამაჩნია იულიას შვილების მიმართ არც ისე კარგი მოპყრობის ვიდეოკადრები

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
გახმაურებული სასამართლო პროცესები (50)
74 0 0

უკრაინელის ათივე შვილი აპრილში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში აღმოჩნდა

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც, როგორც თავად აღნიშნავს, ნათლად ჩანს, როგორ შეისაბამოდ ექცევა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქალბატონის შვილებს.

იულია სუსლიაკი, რომელიც მოსკოვიდან საქართველოში ათი შვილით ჩამოვიდა, 26 აპრილს დააკავეს, მოგვიანებით კი გამოძიების მსვლელობის განმავლობაში პატიმრობა მიუსაჯეს. მას ტრეფიკინგი ედება ბრალად. პროკურატურის მონაცემებით, საქართველოში ქალი იმისთვის ჩამოვიდა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასულიყო.

საქართველოს შსს-მ საეჭვოდ მიიჩნია ფაქტი, რომ ათი ბავშვიდან ოთხი 2017 წელს იყო დაბადებული, და გამოძიება დაიწყო. მეტიც, ჯერ კიდევ გამოძიების დასაწყისში სამინისტრომ განაცხადა, რომ ეძებს მეთერთმეტე ბავშვს, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ ქალი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვით გაემგზავრა, საქართველოში კი ათით ჩამოვიდა.

იური სუსლიაკის თქმით, მისი ცხრა თვის შვილი რუსეთში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა და მათ სამედიცინო ექსპერტიზის სახით ამის მტკიცებულება გააჩნიათ.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა >>

საქართველოში ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ იულია მხოლოდ ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, დანარჩენები კი სუროგატი დედების გაჩენილი ბავშვები არიან. რაც შეეხება იური სუსლიაკს, ის ყველა ბავშვის მამაა. ეს ოჯახის ადვოკატის მთავარი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვების ყიდვა-გაყიდვაზე საუბარი ზედმეტია და, შესაბამისად, იულია უდანაშაულოა.

ვინ არის დამნაშავე ცუდ მოპყრობაში?

ადვოკატმა პროკურატურას მიმართა მოწოდებით, ყურადღება მიაქციოს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაღებულ ამ ფარულ ვიდეოჩანაწერებს.

„კადრები გადაღებულია ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ფოიეში, სადაც არც ისე სასიამოვნო ურთიერთობა და დამოკიდებულება არის მედპერსონალის მხრიდან ამ ბავშვების მიმართ. ეს ფსიქოლოგს ვანახე და ასეთი კონსულტაცია მომცა, რომ არ არის ბავშვების საუკეთესო პირობებში ჩაყენება და მათი ინტერესების გათვალისწინება იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს“, – განაცხადა ადვოკატმა.

აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურას ჯერ არავითარი განცხადება არ გაუკეთებია.

საქმე ისაა, რომ იულია სუსლიაკი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რომელიც აფხაზეთს ესაზღვრება. მან ყურადღება მიიქცია 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც ათივე ბავშვი კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში აღმოჩნდა.

მასმედიის ცნობით, მოწმეთა დაკითხვისას გაირკვა, რომ ქალი ბავშვების მიმართ აგრესიული იყო და მათ ცუდ პირობებში ამყოფებდა. ბავშვების მიმართ დაუდევარი მოპყრობის ფაქტზე გაიცა შემაკავებელი ორდერი და ქალს მათთან მიახლოება აეკრძალა. ბავშვების უსაფრთხოების მიზნით ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოსთან არსებულ ოჯახური ტიპის სახლში გადაიყვანეს.

უკრაინაში ელიან

ადვოკატის სიტყვებით, ბრიფინგი თავად იულიას უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ის არ შემოუშვეს საქართველოში აზერბაიჯანიდან, სადაც ორი დღის განმავლობაში თავის ნათესავთან ისვენებდა. თოდუა ამტკიცებს, რომ სუსლიაკს გეგმაში ჰქონდა, ჟურნალისტებთან ესაუბრა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რომელსაც განიცდიდა საპატიმროში.

ადვოკატის მტკიცებით, იულია სუსლიაკს უკრაინაში გამგზავრების შემთხვევაში აეროპორტშივე დააკავებდნენ. როგორც ზურაბ თოდუა აცხადებს, იგეგმებოდა გარკვეული სპექტაკლის გათამაშება, რათა ქართველი პროკურორების მიერ ჩადენილი დანაშაული გადაეფარათ.

ზურაბ თოდუას განცხადებით, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, სუსლიაკს აფხაზეთში ჩასვლის უფლება მიეცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკს უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. კერძოდ, შსს-ს ცნობით, უარის მიზეზი არასაკმარისი ფინანსური სახსრები, სამოგზაურო დაზღვევის არქონა გახდა.

როგორც თოდუა აცხადებს, საქართველოს ტერიტორიაზე მოსახვედრად უკრაინის მოქალაქეებს არ სჭირდებათ დაზღვევა, ეს ნებაყოფლობითია. რაც შეეხება ფინანსებს, ადვოკატის თქმით, მან თავად განუცხადა მესაზღვრეებს, რომ სუსლიაკი მისი კლიენტი იყო, მასთან იცხოვრებდა მისივე ხარჯზე. მაგრამ ქალი მაინც არ შემოუშვეს.

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ არავითარი ბრძანება იულია სუსლიაკისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვისა არ არსებობს. პირიქით, მას შესაძლებლობა მიეცა, ქვეყანა დაეტოვებინა და გამგზავრებულიყო უკრაინაში, სადაც მისი შვილები იმყოფებიან, მაგრამ მან აზერბაიჯანში გამგზავრება არჩია. 

იულია და იური სუსლიაკებმა უკრაინა ორი წლის წინ დატოვეს. ადვოკატის სიტყვებით, გარკვეული დროის განმავლობაში ისინი აშშ-ში ცხოვრობდნენ, სადაც მათი უმცროსი ქალიშვილი დაიბადა, შემდეგ კი რუსეთში გადასახლდნენ. ისინი იძულებული იყვნენ, რუსეთი დაეტოვებინათ მიგრაციული რეჟიმის დარღვევის გამო. იური ჯარიმის გადახდის შემდეგ აფხაზეთში კრასნოდარის მხარის გავლით გაემგზავრა, იულია კი ბავშვებით რუსეთში დარჩა. მოგვიანებით იგი რუსეთიდან გამოაძევეს.

თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (50)

მთავარი თემები