ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

სავალუტო ჯიხურის მოლარე ქალმა 648 ათასი დოლარი გაიტაცა: გამოცხადებულია ძებნა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშივალუტის გადამცვლელი პუნქტი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფირმის დირექტორი და მისი თანმხლები პირები ორი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ თანხის მოტანას. ბოლოს პუნქტში შესვლა გადაწყვიტეს, მაგრამ კარი დაკეტილი აღმოჩნდა.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელმა მოსკოვში 41 მლნ რუბლი (დაახლოებით 648 ათასი აშშ დოლარი) გაიტაცა და მიიმალა, იუწყება მოსკოვის პოლიციის პრეს-სამსახური. 

სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო
სუს-მა თაღლითობის ფაქტზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის ცენტრში მდებარე ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ერთ-ერთი ფირმის დირექტორი მივიდა ინკასატორებთან ერთად და 41 მლნ რუბლის აშშ დოლარზე გადაცვლა მოითხოვა. მოლარე ქალმა ფული გადათვალა და განაცხადა, რომ ადგილზე საკმარისი თანხა არ იყო. შემდეგ კი მოსულებს სთხოვა, რომ პუნქტიდან გასულიყვნენ და ქუჩაში დალოდებოდნენ, სანამ ხელმძღვანელები შეკვეთილ თანხას მოიტანდნენ.

პოლიციის ცნობით, ფირმის დირექტორი და მისი თანმხლები პირები ორი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ თანხის მოტანას. ბოლოს პუნქტში შესვლა გადაწყვიტეს, მაგრამ კარი დაკეტილი აღმოჩნდა, ხოლო ზარსა თუ კაკუნს არავინ ეპასუხებოდა. დირექტორმა შენობას შემოუარა და აღმოაჩინა, რომ გადამცვლელი პუნქტის უკანა ფანჯარა ღია იყო, ხოლო ოფისი — ცარიელი.

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღძრა და დამნაშავეზე ძებნა გამოაცხადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0