სუს-მა თაღლითობის ფაქტზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსუს-ის შენობა
სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორმა არასრულყოფილად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები დათაღლითურად დაეუფლა საგარეჯოს გამგეობის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორი ალექსი სიხუაშვილი  დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
რა ღირს კონდუქტორის თანამდებობა – დააკავეს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომელი

ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 14 დეკემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დიდი ოდენობით თაღლითობისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სიხუაშვილი  სასამართლოს განჩინების საფუძველზე დღეს დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 8 აგვისტოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ბილდინგ-დეველოპერს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში წყლის ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორმა არასრულყოფილად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - თითქმის 22 ათასი ლარის ოდენობით.

თაღლითური სქემა მცხეთაში: როგორ მიიტაცეს სახელმწიფოს კუთვნილი მიწები >>

გამოძიება დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0