17:44 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (854)
153 0 0

წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს 8 წლამდე პატიმეობა ემუქრება

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 17 წლის კ.წ. ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში დააკავეს, იუწყება პირველი არხი შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ კ.წ. წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

შსს-ს ცნობით, დღეს, გამთენისაას გორში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.წ.-მ ისარგებლა შექმნილი ვითარებით, ჩაჯდა პოლიციის მანქანაში და დიდი სისწრაფით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გავიდა. მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომაგისტრალზე მოძრავ Ford Transit-ს შეეჯახა.

არასრულწლოვანმა მანქანა შემთხვევის ადგილზე მიატოვა, თავად კი მიიმალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა მის ადგილსამყოფელს მალევე მიაკვლიეს და დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ძარცვას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბორჯომში დაკარგული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს >>

უწყების ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღების მიზნით, ადგილზე მივიდა შიდა ქართლის ადგილობრივი მედიასაშუალების, qartli.ge-ის რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და შემთხვევის ადგილის დატოვება მოსთხოვეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (854)

მთავარი თემები