ბორჯომში დაკარგული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველების ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მათი ადგილსამყოფელი წუხელ გვიან ღამით დაადგინეს

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ორი არასრულწლოვანი გოგონა, რომლებიც გუშინ ბორჯომში დაიკარგნენ, გვიან ღამით ზესტაფონში იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
რუსთავში 15 წლის დაკარგული გოგონა იპოვეს

მეცხრეკლასელი გოგონები გუშინ დილით სახლიდან გავიდნენ, თუმცა სკოლაში არ მისულან. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური ფიროსმანის ქუჩაზე, ლიმონათის ყოფილი საამქროს მიტოვებულ შენობაში იპოვეს.

მათი ადგილსამყოფელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0