„ტერმინატორი“ ახალციხიდან: მამაკაცი პოლიციის შენობაში შევარდა

© photo : courtesy of Sony Pictures Releasing CIS / გადასვლა მედიაბანკშიკადრი ფილმიდან „ტერმინატორი“
კადრი ფილმიდან „ტერმინატორი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცს, რომელიც პოლიციის განყოფილებაში შევარდა, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ახალციხეში ნასვამი მამაკაცი საპატრულო პოლიციის შენობაში შევარდა და პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ყაჩაღობისა და პოლიციელზე თავდასხმისთვის მამაკაცს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

ინციდენტის დროს 25 წლის მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელების მოთხოვნის საფუძველზე, ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღი დააგდო.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე იმსჯელა. 25 წლის მამაკაცს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0