ყაჩაღობისა და პოლიციელზე თავდასხმისთვის მამაკაცს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსჯავრდებული მანამდე ქურდობისთვის იყო ნასამართლევი

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ყაჩაღობასა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ  9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება მთავარი პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებაში და პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული შ.კ. დამნაშავედ ცნო. 

დაკავება - Sputnik საქართველო
შსს-მ რაჭაში ყაჩაღობის ორი ფაქტი გახსნა

უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 23:20 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევი შ.კ.  გლდანის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხილ-ბოსტნის მაღაზიაში თავს დაესხა გამყიდველს და მაღაზიაში მყოფ მყიდველს, იარაღიდან ერთი გასროლა განახორციელა, გამყიდველს თანხა წაართვა და მიიმალა.

ორი დღის შემდეგ კი გლდანში „ფრესკო შოპინგ ცენტრი“-ს ავტოსადგომზე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა შ.კ. 2018 წლის 19 იანვარს, გლდანის მე-6 მიკრორაიონში დააკავეს.

დუშეთში პენსიონერის დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია >>

მას ბრალდება წარედგინა სსკ-ის 179-ე,  236-ე და 353-ე პრიმა მუხლებით (ყაჩაღობა; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება; პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით).

თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ყველა ახალი ამბავი
0