„მოვა დრო და ისევ ჩა­გე­ხუ­ტე­ბით“ – 16 წლის გოგოს ჩანაწერი გარდაცვალებამდე

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბი­ლის­ში, საბურთალოზე მე-9 კლა­სე­ლი გო­გო­ნა კორ­პუ­სის მე-7 სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­და და გარ­და­იც­ვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ლულუ კა­ხი­ა­ნის და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის შვი­ლი, ლენო გვარ­ჯა­ლა­ძეა. გო­გო­ნა 123-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო.

16 წლის ლენო გვარჯალაძე „ლუქ მოდელ მენეჯმენტის“ მოდელი იყო. უბედური შემთხვევა გუ­შინ, ღა­მით მო­ზარ­დის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მოხ­და.

საბურთალოზე მეცხრეკლასელი გოგონა მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა >>

ლენო ორი თვის წინ თბი­ლის­ში ავა­რი­ი­სას გარ­დაც­ვლილ ნიკა ჯორ­ჯა­ძეს­თან მე­გობ­რობ­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის მევ­ლუდ მე­ლა­ძის და მარკეტინგის მენეჯერის სალომე გველესიანის ვაჟი იყო.

„ფეისბუქის“ ბოლო პოს­ტი, რო­მე­ლიც ლე­ნომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სწორედ მის გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს ეძღვნე­ბო­და:

 

„ტკი­ვი­ლი. მწა­რე ტკი­ვი­ლი. შიგ­ნი­დან მწვავს. ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­ხართ. ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბით. და­მე­ლო­დეთ. არ­სად წახ­ვი­დეთ. მოვა დრო და ორი­ვეს ისევ ჩა­გე­ხუ­ტე­ბით. ისევ ვივ­ლით და და­ვი­წყებთ რა­ღა­ცე­ე­ბის გა­ფუ­ჭე­ბას. მე­ნატ­რე­ბით. მა­ძუ­გე­ბი forever" – წერდა ლენო.

პროდიუსერმა და კომპოზიტორმა გიორგი გვარჯალაძემ თავს დამტყდარი ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა. 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
„ლენო, მა, მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი" – რას წერს VII სართულიდან გადმოვარდნილი გოგონას მამა

„ლენო, მა, მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია… მიყვარხარ… წუხელ ღამე აივნიდან გადაფრინდა ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ლამაზი შხვართალა ლენო…” – დაწერა გიორგი გვარჯალაძემ.

გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0