16 წლის ლენო გვარჯალაძე „ლუქ მოდელ მენეჯმენტის“ მოდელი იყო. უბედური შემთხვევა გუშინ, ღამით მოზარდის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
საბურთალოზე მეცხრეკლასელი გოგონა მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა >>
ლენო ორი თვის წინ თბილისში ავარიისას გარდაცვლილ ნიკა ჯორჯაძესთან მეგობრობდა, რომელიც საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მევლუდ მელაძის და მარკეტინგის მენეჯერის სალომე გველესიანის ვაჟი იყო.
„ფეისბუქის“ ბოლო პოსტი, რომელიც ლენომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სწორედ მის გარდაცვლილ მეგობარს ეძღვნებოდა:
„ტკივილი. მწარე ტკივილი. შიგნიდან მწვავს. ყველაზე მეტად მიყვარხართ. ყოველთვის მეყვარებით. დამელოდეთ. არსად წახვიდეთ. მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით. ისევ ვივლით და დავიწყებთ რაღაცეების გაფუჭებას. მენატრებით. მაძუგები forever" – წერდა ლენო.
პროდიუსერმა და კომპოზიტორმა გიორგი გვარჯალაძემ თავს დამტყდარი ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა.
„ლენო, მა, მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია… მიყვარხარ… წუხელ ღამე აივნიდან გადაფრინდა ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ლამაზი შხვართალა ლენო…” – დაწერა გიორგი გვარჯალაძემ.
გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.