16:12 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1349)
112302

შემთხვევა გუშინ, ღამით მოზარდის საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. თბილისში მეცხრეკლასელი გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია TV Pirveli.

უბედური შემთხვევა საბურთალოზე გუშინ, ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. სკოლის დირექტორის თამარ ლოსაბერიძის განცხადებით, მომხდარის შესახებ სკოლამ ერთ-ერთი მოსწავლისგან დღეს, დილით გაიგო.

„გოგონას თანაკლასელს ერთ-ერთმა მოსწავლემ მისწერა, რაღაც მოხდაო. ჩვენთვის არ იყო ცნობილი თავიდან, შემდგომ გადავრეკეთ და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა. გამორჩეული გოგონა იყო, ზრდილობიანი, გამოირჩეოდა განათლებით", – განაცხადა სკოლის დირექტორმა თამარ ლოსაბერიძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1349)

მთავარი თემები