რატომ იჩხუბეს „9 მარტის ბაღში“ მხატვრებმა და მოვაჭრეებმა

© Sputnik / Alexander Imedashviliნახატები მშრალ ხიდზე
ნახატები მშრალ ხიდზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. „9 მარტის“ ბაღში მხატვრებსა და მშრალი ხიდის ტერიტორიიდან გადმოსულ მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მხატვრების ნაწილი ბაღის ტერიტორიაზე მოვაჭრეთა გადაყვანას აპროტესტებს. როგორც ისინი აცხადებენ, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მოვაჭრეები დროებით მერიის წარმომადგენლებმა მათ სამუშაო ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის გამოც მხატვრებს მუშაობის საშუალება არ ეძლევათ და ტურისტების დაინტერესებას ვეღარ ახერხებენ.

Торговля антиквариатом и старыми вещами на Сухом мосту - Sputnik საქართველო
მშრალი ხიდი იერსახეს შეიცვლის

რაც შეეხება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეებს, მათი განცხადებით, ისინი დროებით დედაენის ბაღში მუშაობდნენ, თუმცა ხეების ჭრის გამო ტერიტორიის დატოვება მოუწიათ. მათივე თქმით, მზად არიან მერიის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში უკან, დედაენის ბაღში დაბრუნდნენ.

9 მარტის ბაღში დაპირისპირება მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინაც მოხდა. მხატვრები და მშრალი ხიდის მიმდებარედ მოვაჭრე პირები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

მშრალ ხიდზე, ზაარბრიუკენის ხიდზე, ასევე „9 მარტისა“ და „დედაენის“ ბაღებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში თბილისის განვითარების ფონდმა წამოიწყო. აღდგენითი სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნაა. პროექტი ახალ და ძველ განახლებულ ისტორიულ ზონებს ერთმანეთთან დააკავშირებს. „9 მარტისა“ და „დედაენის“ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობა იგეგმება.

თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა წლის ბოლომდე იზღუდება >>

მშრალი ხიდი სუვენირებისა და ანტიკვარული ნივთების მთავარი ბაზრობაა. ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მშრალ ხიდზე მოვაჭრეთათვის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. პროექტის დასრულებამდე მოვაჭრეებს გვერდით ბაღში გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0