09:39 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (984)
130 0 0

პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, ხოლო ტელეკომპანია Rustavi2 ამტკიცებს, რომ მათ თანამშრომლებს ხუთი ადამიანი გაუსწორდა

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. პოლიციამ ტელეარხ Rustavi2-ის ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ ანგარიშსწორების ბრალდებით ორი 18 წლის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჩვილის გაგუდვა და სექსი არასრულწლოვანთან - შსს ორ საქმეს იძიებს >>

Rustavi2-ის მონაცემებით, საუბარია ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე, რომელიც სოფელ აღაიანში შვიდი თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე რეპორტაჟს ამზადებდა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში ისინი იმის გამო გაემგზავრნენ, რომ იქ მკვლელობაში ბრალდებული დედის - 16 წლის გოგონას ოჯახი ცხოვრობს. თავად გოგონა პატიმრობაშია. ჟურნალისტებს მის ახლობლებთან საუბარი სურდათ.

გამოძიება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა ჯგუფური თავდასხმა განახორციელეს და ტელეკომპანია Rustavi2-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

„გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებმაც მათზე მოძალადე ორი პირი ამოიცნეს. გამოძიების ამ ეტაპზე თავდასხმაში სხვა პირთა მონაწილეობა არ დასტურდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა). დაკავებულებს ემუქრებათ ჯარიმა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, თავად ტელეკომპანია Rustavi2-ში აცხადებენ, რომ მათ თანამშრომლებს ხუთი ადამიანი სასტიკად გაუსწორდა.

მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის გოგონას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (984)

მთავარი თემები