შვიდი თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. შვიდი თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

რატომ გაგუდა 16 წლის დედამ საკუთარი ჩვილი? საქმის შოკისმომგვრელი დეტალები >>

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურატურის პოზიცია გაიზიარა დაცვის მხარემ და ადვოკატი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დათანხმდა.

სასამართლო პროცესი 28 ივნისს არის ჩანიშნული.

რუსთავი 2-ის“ მიკროფონი - Sputnik საქართველო
შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის ახლობლებმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები სცემეს

მკვლელობა სოფელ აღაიანში 20 მაისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ახალგაზრდა ქალმა შვილი საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამამ გარდაცვლილი ბავშვი მეორე დღეს, დილით იპოვა. ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა ქალმა ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და ისე მიიმალა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ოჯახის ახლობლების განცხადებით, მომხდარის შემდეგ ბავშვის დედამ ტანსაცმელი გამოიცვალა, სახლიდან ოქროს სამკაულები წაიღო და თბილისში გაიპარა. მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ 16 წლის გოგონა სასტუმროში მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. ახლობლები ასევე ამტკიცებენ, რომ ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის მოტივი დაასახელა – თითქოს ეს იყო შურისძიება ქმარსა და დედაზე. ოფიციალური მონაცემებით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან დანაშაული აღიარა.

მკვლელობის საქმის გამოძიების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების შესაძლო გულგრილობას სწავლობს. საქმე ისაა, რომ საქართველოში სექსუალური კავშირი არასრულწლოვანთან კანონით ისჯება, ასევე აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირთა დაქორწინება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 109-ე მუხლით („დამამძიმებელ გარემოებაში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა"). დაკავებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0