11:26 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ეჭვმიტანილის დაკავება

ყალბი დოკუმენტები და ნახევარი მილიონი: თაღლითების სქემა გამოაშკარავდა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (636)
14101

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის დაკავებულებს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ბრალდებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რვა ადამიანი დააკავა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისსა და რეგიონებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საკუთარ მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით ამზადებდნენ და ასაღებდნენ ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებს.

ყალბი დოკუმენტებით კომპანიამ 450 ათასი ლარის ღირებულების საქონლის ფიქტიური მიწოდება განახორციელა.

გამოძიება მიმდინარეობს პირთა ჯგუფის მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების არაერთხელ დამზადების მუხლით, რაც სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (636)

მთავარი თემები