ყალბი მართვის მოწმობის დამზადებისთვის ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ყალბი მართვის მოწმობა მოქალაქეს 600 დოლარად მიჰყიდეს.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება - ორი პირი პასუხისგებაში მიეცა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადეს უკრაინული მართვის ყალბი მოწმობა, რომელიც მოქალაქეს 600 აშშ დოლარად მიჰყიდეს.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად დამატებით ამოღებული იქნა ავტომანქანის მართვის ექვსი ყალბი მოწმობა", – აღნიშნულია განცხადებაში.

ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0