თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ბრალდებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რვა ადამიანი დააკავა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისსა და რეგიონებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საკუთარ მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით ამზადებდნენ და ასაღებდნენ ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებს.
ყალბი დოკუმენტებით კომპანიამ 450 ათასი ლარის ღირებულების საქონლის ფიქტიური მიწოდება განახორციელა.
გამოძიება მიმდინარეობს პირთა ჯგუფის მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების არაერთხელ დამზადების მუხლით, რაც სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.