17:36 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
სასწრაფო დახმარება

მატარებლის ქვეშ ჩავარდნილი ახალგაზრდა დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (837)
476 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 20 წლამდე მამაკაცია.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დღეს მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, დაიღუპა, ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 20 წლამდე ასაკის ვაჟია.

მეტრო პარალიზებულია: ახალგაზრდა მამაკაცი მატარებელს ჩაუვარდა>>

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მატარებლის სადგურზე შესვლისთანავე განგებ ჩახტა ლიანდაგზე, თუმცა ამ ინფორმაციას უწყებაში არ ადასტურებენ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (837)

მთავარი თემები