თბილისი, 3 მაისი — Sputnik. მეტროს სადგურ „სარაჯიშვილში“ ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა, ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს" სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.
"როგორც კი შემოვიდა მატარებელი სადგურზე, მაშინვე ჩახტა. ჯერჯერობით უცნობია, გადარჩა თუ არა, მიმდინარეობს მამაკაცის ამოყვანის სამუშაოები", – თქვა სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა.
ჯერჯერობით მეტრო პარალიზებულია და „დიდუბიდან“ „ახმეტელის“ მიმართულებით მატარებელი არ მოძრაობს.