თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დღეს მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, დაიღუპა, ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 20 წლამდე ასაკის ვაჟია.
მეტრო პარალიზებულია: ახალგაზრდა მამაკაცი მატარებელს ჩაუვარდა>>
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მატარებლის სადგურზე შესვლისთანავე განგებ ჩახტა ლიანდაგზე, თუმცა ამ ინფორმაციას უწყებაში არ ადასტურებენ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.