ორსული ცოლის, სიდედრისა და 5 თვის ჩვილის ცემის ბრალდებით დაკავებული მოძალადე პატიმრობაშია

© photo: Sputnik / Stringerძალადობა ოჯახში
ძალადობა ოჯახში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 კვირის ორსული ცოლის, სიდედრისა და შვილის ცემის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის ინფორმაციით, 19 აპრილს 112-ის გადაუდებელი დახმარების ცენტრში თბილისში, დადიანის ქუჩიდან ჩხუბის შესახებ შეტყობინება შევიდა.

საქართველოში ექიმების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება >>

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა დააკავეს 25 წლის მამაკაცი, რომელმაც ოჯახური კონფლიქტის დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის ორსულ მეუღლესა და სიდედრს.

საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
შსს: ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად  შემცირდა

ამასთან, საავადმყოფოში კონფლიქტის შემდეგ აღმოჩნდა ბრალდებულის 5 თვის ჩვილიც, რომელსაც მამამ დაზიანებები მიაყენა ცოლის ხელიდან გამორთმევის შედეგად. ბასვშვს აღენიშნება თავის ქალის ძვლის მოტეხილობა, ახალგაზრდა ქალს კი სახესა და სხეულზე მრავლობითი სისხლნაჟღენთები აღენიშნება.

მამაკაცს წარედგინა ბრალდება შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის ორი მუხლით -„სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით“ და „ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ“. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0