საქართველოში ექიმების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება

© photo: Sputnik / Alexander Galperin / გადასვლა მედიაბანკშიაცრა წითელაზე
აცრა წითელაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა განმარტა, რატომ ესაჭიროებათ ექიმებს განსაკუთრებული დაცვა

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გააცნეს საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის შემოღებას ექიმების შეურაცხყოფისთვის, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლისა და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენისთვის.

ცილისწამება საქართველოში – დავსაჯოთ თუ არ დავსაჯოთ? >>

კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, ნათქვამია სამინისტროს Facebook-გვერდზე.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
მძიმე შრომა გროშების სანაცვლოდ – როგორია საქართველოში იყო ექთანი

ისეთი მუხლები, როგორიცაა „ძალადობა“ და „მუქარა“ უკვე გათვალისწინებულია როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ახლა საუბარია იმაზე, რომ მსგავსი ქმედებები ექიმების და სხვა მედპერსონალის მიმართ ცალკე მუხლებად იყოს გამოყოფილი.

„ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ აგრესიამ იმატა და გახშირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები პაციენტის ოჯახის წევრებისგან თუ ახლობლებისგან. ხშირ შემთხვევაში, ეს ისევ პაციენტის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხდება, რადგანაც ცნობილია, რომ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამით საფრთხე ადგება, პირველ რიგში, პაციენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, - განაცხადა ზოიძემ.

ავტორები ამტკიცებენ, რომ კანონპროექტის მიზანია პაციენტების ადექვატური, დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა.

ყველა ახალი ამბავი
0