საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში მეორე ადგილზეა

CC BY 2.0 / meesh / barring freedomსაპატიმროს დერეფანი
საპატიმროს დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი ქურდობისა და ნარკოტიკებისთვის არის დაპატიმრებული.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველო კვლავ რჩება იმ ქვეყნების სიაში, სადაც პატიმრების რაოდენობის მაჩვენებელი მაღალია, ნათქვამია ევროპის საბჭოს ბოლო მოხსენებაში 2018 წელს სისხლის სამართლის სტატისტიკის შესახებ (SPACE).

დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის ბოლოს საქართველოში დარეგისტრირდა 9,4 ათასი ადამიანი, რომლებიც სასჯელს საპატიმროებში იხდიან. ამგვარად, ქვეყნის ყოველ 100 ათას მცხოვრებზე მოდის 252,2 პატიმარი. ეს მაჩვენებელი 2016 წლის მაჩვენებელზე 1,6%-ით ნაკლებია. მაშინ 100 ათას მცხოვრებზე 256,3 პატიმარი მოდიოდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში დანაშაული კვლავ იზრდება - გამოქვეყნდა შსს-ს სტატისტიკა

უმეტეს შემთხვევებში პატიმრები გასამართლებული არიან ქურდობასთან (54,6%), ნარკოტიკებთან (34,1%), მკვლელობასთან (15,3%), თავდასხმებთან და ცემასთან (15,1%) და ძარცვასთან (7,2%) დაკავშირებული დანაშაულისთვის.

პატიმართა შორის 97,1% მამაკაცია, 2,9% – ქალი. საშუალო ასაკია 36,6 წელი.

მოხსენების თანახმად, ევროპის ციხეებში პატიმართა რაოდენობა 2016-2018 წლების პერიოდში 6,6%-ით (109,7-დან 102,5 პატიმრამდე ყოველ 100 ათას მცხოვრებზე) შემცირდა.

„ეს შემცირება აგრძელებს 2012 წელს დაწყებულ ტენდენციას, როდესაც პატიმრობის დონემ, ანუ მაჩვენებელმა, რომელიც ძირითადად განსაზღვრავს პატიმრობის ხანგრძლივობას, შემცირება დაიწყო", – აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
იზრდება თუ არა დანაშაული საქართველოში - პრემიერის სიტყვა პარლამენტში

ამასთან, სასამართლომდე პატიმრობაში მყოფი პირების რაოდენობა 17,4%-დან 22,4%-მდე გაიზარდა.

საქართველოს გარდა, პატიმრების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ფიქსირდება რუსეთში (418,3 პატიმარი ყოველ 100 ათას მცხოვრებზე), აზერბაიჯანში (235), ლიტვაში (234,9), მოლდოვაში (215,2), ჩეხეთში (208,8).

პატიმრების რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა რუმინეთში (-16%), ბულგარეთში (-15%), ნორვეგიაში (-11,6), ფინეთში (-9,9%) და ჩრდილოეთ მაკედონიაში (-9.7%), რომელსაც მოსდევს სომხეთი (-8,7%).

საქართველოში არასრულწლოვანმა დამნაშავეებმა, შესაძლოა, სასჯელს თავი ვერ აარიდონ>>

მეორე მხრივ, პატიმრობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად გაიზარდა ისლანდიაში (+25,4%), იტალიაში (+7,5%), ნიდერლანდებში (+5,9%,) დანიაში (+5,8%) და მონტენეგროში (+5,5%).

ყველა ახალი ამბავი
0