საქართველოში არასრულწლოვანმა დამნაშავეებმა, შესაძლოა, სასჯელს თავი ვერ აარიდონ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის სამინისტრო არასრულწლოვანი დამნაშავეების წინააღმდეგ კანონმდებლობის გასამკაცრებლად კანონს ამზადებს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ამზადებს, რომელიც არასრულწლოვნების დანაშაულსაც შეეხება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

შსს სექსუალურ ძალადობაზე სასჯელის გამკაცრების ინიციატივით გამოდის>>>

ბოლო პერიოდში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული დიდ პრობლემად იქცა. ძირითადად ეს ეხება მაღაზიების გაქურდვის ფაქტებს. მაგრამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ნორმების გამო მათი დაკავება ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ბოლო დროს ტურისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათ „ქუჩის ბავშვები" ქურდავენ. ისინი ტურისტებს გარს ეხვევიან, რათა ყურადღება გადაატანინონ და ფულს პარავენ ან სტაცებენ.

„ცვლილებათა პაკეტი ყველა ტიპის დანაშაულს შეეხება, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი ქონებრივი ტიპის დანაშაულებზე იქნება გაკეთებული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს პროექტი დახვეწილი მივიღოთ და კანონად ვაქციოთ. ეს სერიოზული გამოწვევაა, რომელიც არა მხოლოდ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბოშა ბავშვებს, არამედ სხვა ეთნოსის ადამიანებს ეხება", – განაცხადა სოფო კილაძემ.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი შეწყალების წესების გამკაცრების მომხრეა

ამასთან, კილაძემ აღნიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევებში ბავშვთა დანაშაულის უკან უფროსები დგანან.

„დიდი ალბათობით, მათ უკან ზრდასრული ადამიანები დგანან, რომლებიც ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევენ. სწორედ ამას უნდა ვებრძოლოთ, რომ ეს ბავშვები გზას არ ააცდინონ და გადარჩეს უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი, რაც გვაქვს. ამ კუთხით ნაბიჯები უნდა გადაიდგას", – აღნიშნა სოფო კილაძემ.

ტურისტებზე ამგვარი თავდასხმის ბოლო გახმაურებული შემთხვევა თებერვალში მოხდა. Facebook-მომხმარებელმა Nini Ko-მ 19 თებერვალს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ესხმის თავს დაახლოებით 15 ბოშა ბავშვისგან შექმნილი ჯგუფი ფილიპინელ ტურისტებს, ფულს სტაცებენ და გარბიან.

შსს-მ საქმე „ძარცვის" მუხლით აღძრა, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0