წალკაში მამაკაცმა მგელი შიშველი ხელებით მოკლა

© Pixabay / Alexas_Fotosმგელი
მგელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
30-კომლიანი სოფელი მგლის შიშით ცხოვრებას ჩვეულ რიტმში ვეღარ აგრძელებს.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. წალკის რაიონის სოფელ ჩრდილისუბანში 25 წლის ტარიელ მიქელაძემ მგელი შიშველი ხელებით მოკლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მგლები - Sputnik საქართველო
ოზურგეთში მგლებმა მოსახლეობას პირუტყვი დაუგლიჯეს 

როდესაც მიქელაძეს მგელი თავს დაესხა, მას თან არანაირი იარაღი არ ჰქონდა, ამიტომ მტაცებელს ყელში წვდა და მოახრჩო, თუმცა დაზიანებებს ვერც თავად გადაურჩა – მტაცებელმა მას ხელები, სახე და ცხვირი დაუსახიჩრა.

„თითქმის ერთ ლიტრამდე სისხლი დავკარგე... როდესაც სახლში მიმიყვანეს, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. სისხლში ვიყავი სულ ამოსვრილი, როდესაც დედამ დამინახა, შოკში ჩავარდა, მამა კი უფრო ცუდად გახდა", – განაცხადა მიქელაძემ.

ერთ ღამეში ცოფიანმა მტაცებელმა სამი ქალი და ერთი კაცი დაკბინა. ოთხივე ცოფის საწინააღმდეგო მკურნალობას წალკის საავადმყოფოში გადის.

წალკაში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა>>>

სოფლის კიდევ ერთ მცხოვრებს ხათუნა ბერიძეს ეს მგელი ძაღლში აერია და ეზოდან მის გაგდებას შეეცადა. მგელი 39 წლის ქალს თავს დაესხა და ყური მოაგლიჯა. იმისათვის, რომ საკუთარი მცირეწლოვანი შვილი გადაერჩინა, ქალმა მგელს ხელი ხახაში ჩაუყო და დასახმარებლად მეზობლებს მოუხმო.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ჰყვება, მტაცებელმა სოფელში საკვები ვერ ნახა და ძაღლებს დაესხა თავს. რვა შინაური ცხოველი ახლა სიკვდილის პირასაა და მათთან მიახლოება, ცოფის გამო, მეპატრონეებს სასტიკად ეკრძალებათ. 

მგლები - Sputnik საქართველო
წყალტუბოს რაიონს მგლები შეესია - მოსახლეობა შველას ითხოვს

ჩრდილისუბანში პანიკაა. უკვე მესამე დღეა ადგილობრივები მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს გარეთ არ უშვებენ და თავადაც ერიდებიან გარეთ მარტო გამოსვლას.

30-კომლიანი სოფელი მგლის შიშით ჩვეულ რიტმში ცხოვრებას ვეღარ აგრძელებს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მტაცებელი მარტო არ იყო და ახლა მთელი ხროვის თავდასხმის მოლოდინი აქვთ.

ქირურგი პაატა ღორჯომელაძე საექიმო 20-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში მსგავს შემთხვევებს ვერ იხსენებს. აცხადებს, რომ ადგილობრივები საავადმყოფოში ერთმანეთის მიყოლებით მიიყვანეს, ყველას სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული.

თბილისის ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძის სიტყვებით, ცოფიან ცხოველებს სერიოზული პრობლემის შექმნა შეუძლიათ და ისინი ყველაზე საშიში მაშინ ხდებიან, როცა შიათ.

როგორც გურიელიძე აცხადებს, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა აღადგინოს გარეული ცხოველების ვაქცინაცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0