სახალხო მკურნალი თბილისში თაღლითობისთვის გაასამართლეს

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პენსიონერი, რომელმაც უკურნებელი პაციენტის „მკურნალობით“ თითქმის 28 ათასი ლარი იშოვა, 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 81 წლის ე.წ. სახალხო მკურნალის დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში დანაშაული 50%-ით გაიზარდა >>

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული, რომელსაც არ გააჩნდა სამედიცინო განათლება და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია, ქალიშვილის  კუთვნილ კლინიკაში მუშაობდა. ის დაპირდა ცერებრალური დამბლით დაავადებული პაციენტის მშობლებს სამთვიანი მკურნალობის კურსის შედეგად მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას. კლინიკაში გატარებული თითოეული დღისთვის კი პაციენტის მშობლებს უნდა გადაეხადათ 420 ლარი.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ფონდმა „ზრუნვა" მოქალაქეებს თანხა გამოსტყუა

პაციენტი კლინიკაში 2010 წლის 10 ნოემბერს მოათავსეს, იმ პირობებში, რომ მაშინ კლინიკას სტაციონარის მოწყობის ნებართვა არ გააჩნდა. „სახალხო მკურნალმა“ პაციენტი მოათავსა ხის ჯვრის ფორმის ტრავმატოლოგიურ საწოლზე, რომელზეც ის 2011 წლის 19 თებერვლამდე იწვა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა იცოდა, რომ პაციენტის განკურნებას ვერ შეძლებდა, მის მშობლებს საერთო ჯამში 27,8 ათასი ლარი გამოართვა.

სასამართლოს განმარტებით, „სახალხო მკურნალის“ ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელის ნაცვლად ჯარიმა შეირჩა.

ყველა ახალი ამბავი
0