ფონდმა „ზრუნვა" მოქალაქეებს თანხა გამოსტყუა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არაკომერციული ფონდის, „ზრუნვის" დამფუძნებელი მაშინ დააკავეს, როცა ის საქართველოს დატოვებას ცდილობდა

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არაკომერციული ფონდ „ზრუნვის" დამფუძნებელს, თაღლითური გზით 117 ათას ლარზე მეტის მითვისების გამო, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქმის მასალების მიხედვით, ფონდის შექმნის შემდეგ დამფუძნებელმა დაიწყო ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ ორგანიზაციას უცხოელი დონორები აფინანსებენ და ფონდის მიზანია რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარება.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
სიღნაღში სოციალურად დაუცველთა თანხები მიითვისეს – დაკავებულია კომისიის მდივანი

„2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით, ის უკავშირდებოდა ნდობაში შესულ პირებს და ჰპირდებოდა, რომ თუკი მის მითითებებს შეასრულებდნენ, მიიღებდნენ ფინანსურ სარგებელს. ლ. ნ.-ს მითითების თანახმად, 29 მოქალაქემ, კონკრეტულ ბანკებთან სესხის და განვადების ხელშეკრულება გააფორმა. ლ. ნ. დაზარალებულებს ჰპირდებოდა, რომ ბანკებთან ფინანსურ ვალდებულებებს თვითონ შეასრულებდა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მეტი დამაჯერებლობისთვის, ფონდის დამფუძნებელი თავის მსხვერპლს ფულს ჩუქნიდა და ეუბნებოდა, რომ ბანკის ვალზე არ ეფიქრათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებული არ იხდიდა პროცენტებს ბანკში და მიამიტი მოქალაქეების ფული მიითვისა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, იმ დროს დააკავეს, როცა ის „სარფის" საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს დატოვებას ცდილობდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია დიდი ოდენობით თაღლითობის მუხლით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ზუგდიდის სასამართლომ ლ. ნ. დამნაშავედ აღიარა.

 

ყველა ახალი ამბავი
0