14:44 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (229)
169 0 0

აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ნაფეტვრების დასახლებაში ბუნებრივი აირის მილების დაზიანების გამო ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, მილები მიწაში საჭირო სიღრმეზე ჩამაგრებული არ არის, რის გამოც ისინი ხშირად ზიანდება.

„სოკარის“ მცხეთის სერვისცენტრის მენეჯერი ლევან კენჭაძე აცხადებს, რომ მილების დაზიანება ნაფეტვრებში გზის საფარის დაგების სამუშაოებმა გამოიწვია. მისივე თქმით, გაზის მილები ორი წელია მყარია და მისი მდგრადობა სპეციალისტების მიერ არის შემოწმებული.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ბუნებრივი აირის მილები წაქცეულია.

პირველი არხის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებელი და აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (229)

მთავარი თემები