ნაფეტვრების დასახლებაში მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

© photo: Shotiko Bezarashvili / FBწაქცეული მილები ნაფეტვრებში
წაქცეული მილები ნაფეტვრებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ნაფეტვრების დასახლებაში ბუნებრივი აირის მილების დაზიანების გამო ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გაზქურა - Sputnik საქართველო
საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი აირი ძვირდება

არსებული ინფორმაციით, მილები მიწაში საჭირო სიღრმეზე ჩამაგრებული არ არის, რის გამოც ისინი ხშირად ზიანდება.

„სოკარის“ მცხეთის სერვისცენტრის მენეჯერი ლევან კენჭაძე აცხადებს, რომ მილების დაზიანება ნაფეტვრებში გზის საფარის დაგების სამუშაოებმა გამოიწვია. მისივე თქმით, გაზის მილები ორი წელია მყარია და მისი მდგრადობა სპეციალისტების მიერ არის შემოწმებული.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ბუნებრივი აირის მილები წაქცეულია.

პირველი არხის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებელი და აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ყველა ახალი ამბავი
0