კონტრაბანდა საქართველოში: პოლიციამ „წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღო

გამოწერა
პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ჯამში 171.29 გრამი ოქროს ნაკეთობები ამოიღო.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 

ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო
კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებმა საბაჟო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის" გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები მალულად შემოიტანეს.

მთლიანობაში ამოღებულია 12 ათასამდე ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა – 171.29 გრამი).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა – საერთო ჯამში 11 804 ლარის ოდენობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0