თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებმა საბაჟო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის" გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები მალულად შემოიტანეს.
მთლიანობაში ამოღებულია 12 ათასამდე ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა – 171.29 გრამი).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა – საერთო ჯამში 11 804 ლარის ოდენობით.