16:23 18 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2657
  • 100 RUB4.6163
  • USD2.9626
დაკავება

ორ მკვლელობაში ბრალდებული პირი საქართველოს გადმოსცეს

CC BY 2.0 / Tar Sands Blockade / Darryl Hannah in Handcuffs
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
246 0 0

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულმა 2014 წელს კოჯორში თანამზრახველთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა

თბილისი, 2 დეკემბერი  - Sputnik. საბერძნეთის ხელისუფლებამ საქართველოში ორ საზარელ მკვლელობაში ბრალდებული პირის ექსტრადირება განახორციელა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებული 2016 წლის 21 აპრილიდან ინტერპოლის ხაზით იძებნებოდა.

მედიის ინფორმაციით, ეს არის გიორგი ყუფარაძე, რომელსაც ბრალად ედება 27 წლის გურამ კვეზერელისა და მისი დედის, ნინო კვეზერელის მკვლელობა.

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: იტალიამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა >>

სამშობლოში ბრალდებულს ედავებიან „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას“ და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო დაუფლებას, შენახვასა და შეძენას“. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის დეკემბერში წარსულში დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად კოჯორში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა, შემდეგ მისი ცხედარი კასრში ჩააგდეს და მჟავა გადაასხეს. მას შემდეგ, რაც ცხედარი არ დაიშალა, მათ კასრში ცემენტი ჩაყარეს და აგარაკის ეზოში დამარხეს.

იმავე დღეს ისინი მივიდნენ თბილისის ზღვაზე მდებარე სახლში, სადაც მოკლული დედასთან ერთად ცხოვრობდა. ბოროტმოქმედებმა ის დანის ჩარტყმით მოკლეს, სახლიდან მოიპარეს დაახლოებით 12 000 დოლარი, ლეპტოპი, დოკუმენტები, საბანკო ბარათები, ოქროს სამკაულები, ორი პისტოლეტი და ადგილიდან მიიმალნენ.

ბრალდებულის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების მიზნით საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის 21 აპრილს ინტერპოლს მიმართა. პარალელურად მან საბერძნეთის მხარეს ბრალდებულის დაკავების თხოვნით მიმართა და 3 ივნისს ათენის ინტერპოლის ბიუროს ინფორმაციით ის წინასაექსტრადიციო პატიმრობაში აიყვანეს. ხოლო 14 ივნისს ქართულმა მხარემ საბერძნეთს მისი ექსტრადიციის თხოვნით მიმართა.

საქართველოს მოქალაქე პოლონეთში გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის იძებნება >>

აღნიშნულია, რომ ბერძენმა სამართალდამცავებმა ყუფარაძე დააკავეს მას შემდეგ, რაც 2016 წლის 5 აპრილს საბერძნეთში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშესთვის ცნობილი გახდა, რომ ის ქალაქ ალექსანდრუპოლისში ვინმე მიროსლავ პოჰლოდკოვის გაყალბებული პასპორტით იმყოფებოდა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები