საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: იტალიამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიკოლიზეუმი
კოლიზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც იტალიაში მოგზაურობას აპირებენ,   თან უნდა იქონიონ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი

 

თბილისი, 19 ოქტომბერი  — Sputnik.  იტალიაში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს იტალიის  საზღვარზე კონტროლის გამკაცრების შესახებ აფრთხილებს და მოწესრიგებული დოკუმენტებით მოგზაურობას ურჩევს.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ. 

კოპენჰაგენი - Sputnik საქართველო
დანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა

როგორც საკონსულოს  განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში იტალიის  მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე იმ საქართველოს მოქალაქეების არ შემოშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ჰქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

„იტალიაში საქართველოს საკონსულოს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით. შევახსენებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, იქონიოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხი გაიზარდა. ამის გამო საკუთარი უკმაყოფილება გამოხატა გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა და ისლანდიამ.

გერმანიის მთავრობამ უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას ითვალისწინებს. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

საერთაშორისო საემიგრაციო ორგანიზაციის ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, თავშესაფრის ყველაზე მეტი მაძიებელი გერმანიაშია. 2018 წელს ქვეყნის ხელისუფლებას აღნიშნული მოთხოვნით დაახლოებით 2,5 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა, მათგან მხოლოდ 1%–მა მიიღო დამაკმაყოფილებელი პასუხი.

ყველა ახალი ამბავი
0