საქართველოს მოქალაქე პოლონეთში გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის იძებნება

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია ვარშავის ქუჩებში
პოლიცია ვარშავის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, ბრალდებული უკვე საქართველოში იმყოფება

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. პოლონეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა 39 წლის საქართველოს მოქალაქე მამუკა ხეცურიანი, რომელსაც პოლონეთის ქალაქ ლოძში ჩადენილი გაუპატიურება და მკვლელობა ედება ბრალად, ნათქვამია ქალაქის პოლიციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კიევის პოლიცია - Sputnik საქართველო
ქართველი კანონიერი ქურდი „თენგო გალსკი“ წელს უკრაინიდან უკვე მეორედ გამოაძევეს

ტელეკომპანია Imedi-ს მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეს  ბრალად ედება 38 წლის ქალის გაუპატიურება და მკვლელობა, რომელიც 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა მისი ცხედარი ძებნის მეექვსე დღეს აღმოაჩინეს.

პოლონეთის პოლიციის მტკიცებით, ბრალდებულმა 20 ოქტომბერს დატოვა ქალაქი, ხოლო 21 ოქტომბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა. დიდი ალბათობით, ხეცურიანი უკვე საქართველოში იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0