10:01 13 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2645
  • 100 RUB4.6247
  • USD2.9618
ჯვრის უღელტეხილი

ჯვრის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა

CC BY 2.0 / young shanahan / Jvari Pass
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (212)
169 0 0

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე ფარავნის უღელტეხილზე აიკრძალა

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე ყველანაირი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა-სატეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრიდან (ფოსტა) – 107-ე კილომეტრამდე (კობი) ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება არის აკრძალული. მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული.

პოლიციის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მხოლოდ  ორი და მეტი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობაა თავისუფალი.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ93-კმ104 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე.

უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა >>

საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

ჯვრის უღელტეხილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე მდებარეობს. მასზე საქართველოს სამხედრო გზა გადის.

თემები:
უამინდობა საქართველოში (212)

მთავარი თემები