უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

© Facebook / photo: Roads Department of Georgia / FBსატვირთო ავტომობილი საქართველოს „სამხედრო გზაზე"
სატვირთო ავტომობილი საქართველოს „სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე თოვის გამო შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0