08:54 18 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
სარემონტო სამუშაოები „სამხედრო გზაზე

„სამხედრო გზაზე" საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად დაიკეტება

© Sputnik / Levan Avlabreli
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (185)
56 0 0

ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი შეფერხება ტრასაზე ქვების ჩამოცვენის შესაჩერებლად საჭირო პრევენციულ ზომებს უკავშირდება.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ორი დღის განმავლობაში დღისით პერიოდულად დაიკეტება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კერძოდ, ავტომობილების მოძრაობა 7 და 8 ნოემბერს აიკრძალება აღნიშნული გზის 29-ე კილომეტრზე. დეპარტამენტის ინფორმაციით, საჭიროა ხელით გაიწმინდოს ფერდობზე ცალკეული გადმოკიდებული ქვები, რომლებიც, შესაძლოა, გზაზე ქვათაცვენის მაპროვოცირებელი გახდეს.

„7 და 8 ნოემბერს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე საჭიროა პერიოდულად, ერთი საათის ინტერვალით გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა ჩაიკეტოს", – აღნიშნულია განცხადებაში.

საავტომობილო მოძრაობას აღნიშნულ რეჟიმში კოორდინირებას საპატრულო პოლიცია გაუწევს.

„საქართველოს სამხედრო გზა" ერთ-ერთი საშიში გზაა საქართველოში. რთული კლიმატური პირობების გამო გზა ზამთარში ხშირად იკეტება, რაც უამრავ პრობლემას ქმნის.

 

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (185)

მთავარი თემები