„საქართველოს სამხედრო გზაზე“ მოძრაობა დროებით დაიკეტება

© Sputnik / Levan Avlabreliსარემონტო სამუშაოები „სამხედრო გზაზე“
სარემონტო სამუშაოები „სამხედრო გზაზე“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზაზე მოძრაობა პოლიციის უშუალო მეთვალყურეობითა და კოორდინაციით განხორციელდება.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე სამშაბათს მოძრაობა დროებით დაიკეტება, რაც კობი–გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობას უკავშირდება.

კურორტი ახალი გუდაური - Sputnik საქართველო
გუდაურში ახალი საბაგიროები შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 30 ოქტომბერს კობი–გუდაურის საბაგირო გზაზე იგეგმება ტროსებისა და კაბელების მონტაჟი.

ამასთან დაკავშირებით მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 107–ე კილომეტრზე აიკრძალება ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა 07:00 საათიდან 12:00 საათამდე.

მოძრაობის აღნიშნული რეჟიმის უზრუნველყოფა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით მოხდება, ნათქვამია განცხადებაში.

გუდაური ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სამთო–სათხილამურო კურორტია საქართველოში. ის ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0