07:47 14 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0517
  • 100 RUB4.0048
  • USD2.7155
საპატრულო პოლიცია

სმიტების მკვლელობა: საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (788)
395 0 0

ადვოკატი აცხადებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტით დაცვის მხარეს ბრალდებულის ჩვენების დადასტურება სურდა

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უარი უთხრა მწყემს მალხაზ კობაურს, რომელიც ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სასტიკ მკვლელობაშია ბრალდებული, მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

რაიან სმიტის, მისი მეუღლის, ლარას და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ივლისის დასაწყისში ხადას ხეობაში იპოვეს. ოფოციალური მონაცემებით, ბავშვის სამარხზე პოლიციას თავად კობაურმა მიუთითა, რომელიც ცოლ-ქმრის ცხედრების აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

ხადას ხეობაში კობაურის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების თხოვნით ადვოკატმა პროკურატურას სექტემბერში მიმართა. იურისტი დარწმუნებულია, რომ ექსპერიმენტი სმიტების მკვლელობის გარემოებებს ნათელს მოჰფენდა.

„საგამოძიებო ექსპერიმენტით ჩვენ გვსურდა იმის დადგენა და აღწერა, რაზეც კობაური ჩვენთვის მოცემულ ჩვენებებში საუბრობს“, - განაცხადა კობაიძემ.

ჩვენება, რომელსაც ახსენებს ადვოკატი, კობაურმა იურისტს მას შემდეგ მისცა, რაც ის პოლიციელებმა დაკითხეს. სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ დაკითხვაზე კობაურმა აღიარა მკვლელობა, თუმცა ბრალდებულის იურისტი აცხადებს, რომ იმ ჩვენებაში, რომელიც მან მას მისცა, კობაური თავის კავშირს მკვლელობასთან უარყოფს.

სმიტების ოჯახის მკვლელობა – ბრალდებული სქესობრივი უძლურების შესახებ აცხადებს >>

საქმე ისაა, რომ ივლისის ბოლოს გავრცელდა ცხედრების ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ლორა სმიტს სიკვდილის წინ კობაურთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონია. ამის შემდეგ მედიაში ქალის გაუპატიურების შესახებ ალაპარაკდნენ. კობაურის ადვოკატის გადაწყვეტილებით მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ მას სქესობრივი კავშირის დამყარება არ შეუძლია.

კობაიძის თქმით, ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით მზად არ არის.

„ახლა ვხვდებით ექსპერტებს და ამის შემდეგ შევძლებთ რაღაცის თქმას. ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით არ გვაქვს“, - აღნიშნა მან.

მომდევნო წინასწარი სასამართლო მოსმენა 19 ნოემბერს არის ჩანიშნული.

რაც შეეხება საქმის მასალებს, გამოძიების მონაცემებით, 4 ივლისს, ხადას ხეობაში კობაური შეხვდა სმიტების ოჯახს, რომელმაც მას ჩანჩქერამდე გაყოლა სთხოვა. გზაში რაიან სმიტს შეკამათება მოუვიდა მწყემსთან, რომელიც მასზე განაწყენდა და სანადირო თოფიდან ორი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ამის შემდეგ მწყემსმა გადაწყვიტა მოეკლა ბავშვი და ლორა სმიტი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. მაშინ ბრალდებულმა ბავშვს მიბჯენით ესროლა და მოკლა.

მკვლელობაში ბრალდებულმა რაიან სმიტის ცხედარი და მასრები მდინარეში გადაყარა, ხოლო ბავშვის ცხედარი და მათი პირადი ნივთები პატარა ქვაბულში გადამალა.

სმიტების ოჯახის მკვლელობა საქართველოში: 19 წლის მწყემსი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს >>

ლორა და რაიან სმიტები საქართველოში აშშ-დან ექვსი წლის წინ გადმოვიდნენ. ისინი მარნეულის რაიონში ცხოვრობდნენ. 2012 წელს ამერიკულ მოქალაქეობასთან ერთად, მათ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღეს. დუშეთში ოჯახი დასასვენებლად და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების სანახავად გაემგზავრა.

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად მწყემსი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (788)

მთავარი თემები