შსს-მ არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცს Facebook-პროფილის ინფორმაციაში სამუშაო ადგილად შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰქონდა მითითებული.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. სოციალურ ქსელში გავრცელებული ახალგაზრდა მამაკაცისა და, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი გოგონას მიმოწერის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

წინასწარი პატიმრობის საკანი და ხელბორკილები - Sputnik საქართველო
მოზარდებზე სექსუალური ძალადობა აჭარაში: 60 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ინტერნეტში მიმოწერის ფოტომასალა 4 ნოემბერს გავრცელდა. გავრცელებულ ფოტომასალაში ახალგაზრდა მამაკაცის და, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი გოგონას მიმოწერაა ასახული.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცს Facebook-პროფილის ინფორმაციაში სამუშაო ადგილად შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰქონდა მითითებული. შსს-ს განცხადებით კი, მსგავსი პერსონალური მონაცემებით, გვარით და სახელით უწყებას თანამშრომელი არ ჰყავს და არც ჰყოლია.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0