მოზარდებზე სექსუალური ძალადობა აჭარაში: 60 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

© photo: AFP 2020 / NOEL CELISწინასწარი პატიმრობის საკანი და ხელბორკილები
წინასწარი პატიმრობის საკანი და ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღის წინ დაკავებულ პედოფილიაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა სამ მოზარდზე სექსუალური ძალადობისთვის შეეფარდა.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. აჭარაში 60 წლის კაცმა სამ არასრულწლოვანზე — 12, 13 და 14 წლის მოზარდებზე სექსუალურად იძალადა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პედოფილიაში ბრალდებული სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ძალადობა ბავშვზე - Sputnik საქართველო
ყურადღება! საფრთხე რეალურია: როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან

ბრალდებულს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მამაკაცს ბრალი საქართველოს სსკ-ის 138-ე და 141-ე მუხლებით წაუყენეს. ეს მუხლები 16 წლამდე მიუღწეველ პირთან გარყვნილ ქმედებას, ასევე ძალადობრივ სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.

138-ე მუხლი 14 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 141-ე მუხლი კი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებისთვის 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0