თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. სოციალურ ქსელში გავრცელებული ახალგაზრდა მამაკაცისა და, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი გოგონას მიმოწერის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ინტერნეტში მიმოწერის ფოტომასალა 4 ნოემბერს გავრცელდა. გავრცელებულ ფოტომასალაში ახალგაზრდა მამაკაცის და, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი გოგონას მიმოწერაა ასახული.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცს Facebook-პროფილის ინფორმაციაში სამუშაო ადგილად შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰქონდა მითითებული. შსს-ს განცხადებით კი, მსგავსი პერსონალური მონაცემებით, გვარით და სახელით უწყებას თანამშრომელი არ ჰყავს და არც ჰყოლია.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.