ზაზა სარალიძე შსს-დან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სარალიძეს აქვს მძიმე ემოციური ფონი, რამაც შაქრის მაღალი დონე და მაღალი წნევა გამოიწვია.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე რამდენიმე საათის წინ დაკავებული ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, განაცხადა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებთან.

ტრაგედიის პოლიტიზირება არ შეიძლება - ივანიშვილი სარალიძის დაკავების შესახებ>>>

ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ საკუთარი შვილის მკვლელის დადგენისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით აქციები 10 სექტემბრიდან განაახლა. პარასკევს სარალიძე პოლიციელებზე ჯოხით თავდასხმისთვის დააკავეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა. სარალიძეს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
ზაზა სარალიძეს 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

„მე როდესაც აქ გამოვცხადდი, ზაზა სარალიძე იყო მძიმე მდგომარეობაში. მას აქვს ემოციური ფონიც და, გარდა ამისა, ის მთელი დღის განმავლობაში საკვების გარეშე იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია შაქრის მაღალი დონე და მაღალი წნევა, შესაბამისად, სასწრაფოს გამოძახება მოვითხოვეთ. სასწრაფო მოსულია, იმყოფება უკვე შენობაში, შემოწმება მიმდინარეობს და გადაგვყავს კლინიკაში“, – განაცხადა ლონდარიძემ.

ადვოკატის განმარტებით, სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა მისი დაკითხვა და ბრალის წარდგენა.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის №51 და პირველი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელთა შორის ხორავას ქუჩაზე მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა.

ბახტაძე: არ შეიძლება გირგვლიანის მკვლელობის შედარება ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან>>>

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. შესაბამისად, სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სარალიძის მამამ საგამოძიებო ორგანოები მკვლელების დაფარვაში დაადანაშაულა.

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ დაიწყო გამოძიება საქმის დეტალების დაფარვის შესახებ და დააკავა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.

 

ყველა ახალი ამბავი
0