ზაზა სარალიძეს 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

© Sputnik / Alexander Imedashviliმალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე
მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით შვილმოკლული მამა დღეს დააკავეს.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სამართალდამცველებზე ჯოხით თავდასხმის ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ საკუთარი შვილის მკვლელის დადგენისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით აქციები 10 სექტემბრიდან განაახლა.

ზაზა სარალიძე დააკავეს>>>

„რუსთაველის გამზირზე ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა", – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით („პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის") დაიწყო, რაც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„ცინიზმი და უზნეობა“ – ივანიშვილი სარალიძისა და გირგვლიანის საქმეების შედარების თაობაზე

ზაზა სარალიძის გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე („სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა") მუხლით დაკავებულია კიდევ ორი პიროვნება.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელთა შორის ხორავას ქუჩაზე მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა.

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. შესაბამისად, სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სარალიძის მამამ საგამოძიებო ორგანოები მკვლელების დაფარვაში დაადანაშაულა.

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ დაიწყო გამოძიება საქმის დეტალების დაფარვის შესახებ და დააკავა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.

 

ყველა ახალი ამბავი
0