ბადრი პატარკაციშვილის დედა ბოლო მოვლენების გამო საავადმყოფოში მოხვდა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიბადრი პატარკაციშვილი
ბადრი პატარკაციშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალური აუდიოჩანაწერების მოსმენის შემდეგ მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის დედა შეუძლოდ გახდა

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. გარდაცვლილი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის დედა ნათელა პატარკაციშვილი მისი შვილის მკვლელობის მომზადების გეგმების შესახებ აუდიოჩანაწერების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გულის შეტევით მოხვდა, განაცხადა მისმა შვილიშვილმა მზია თოთლაძემ პირველი არხის ეთერში.

პროკურატურა: პატარკაციშვილის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილის სანქცირებული იყო >>

პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს გულის შეტევით 52 წლის ასაკში ლონდონში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, ბიზნესმენი მოკლეს. თავდაპირველად ბრიტანეთის ხელისუფლება გარდაცვალების ფაქტს საეჭვოდ მიიჩნევდა, თუმცა მოგვიანებით ბიზნესმენის უეცარი გარდაცვალების მიზეზად გულის იშემიური დაავადება დასახელდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლო - Sputnik საქართველო
დათა ახალაიას განაჩენი ძალაში რჩება

სამშაბათს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნილია. პროკურატურა მილიარდერის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას არ უარყოფს, თუმცა, ამავდროულად აცხადებს, რომ მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მისი მკვლელობა იგეგმებოდა. დასკვნას საფუძვლად დაედო 2007 წლის 4 და 5 თებერვლით დათარიღებული აუდიო ჩანაწერები, რომელიც პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში აღმოაჩინა, როდესაც სხვა გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული დააკავა.

„იმის გამო, რაც მოისმინა, ძალიან ცუდად გახდა. ორი დღის განმავლობაში საშინელ მდგომარეობაში იყო. დღეს უგონო მდგომარეობაში მოვიყვანეთ. ახლა ნელ-ნელა სტაბილურდება მისი მდგომარეობა. გულის შეტევა ჰქონდა, კანკალებდა, წნევა 300-მდე, შაქარმა 500-მდე აუწია“, – განაცხადა მზია თოთლაძემ.

მისი თქმით, ექიმები ნათელა პატარკაციშვილის მდგომარეობას ძლიერი სტრესით ხსნიან.

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურატურამ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ყოფილ მაღალჩინოსნებს გიორგი მერებაშვილს, პატიმრობაში მყოფ ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს ბრალი წარუდგინა. მერებაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადება – ერთ-ერთ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა >>

რაც შეეხება შიუკაშვილს, ის ოთხწლიან პატიმრობას იხდის საქმეზე, რომელიც პოლიტიკოსების მონაწილეობით ინტიმური ხასიათის ფარული ვიდეოჩანაწერების შექმნას ეხებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას განაჩენი 2017 წლის ივლისში გამოუტანა. გარდა ამისა, შიუკაშვილი ფიგურირებს საქმეში, რომელიც 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის სასტიკ დარბევას ეხება.

რაც შეეხება ლევან ქარდავას, 2014 წელს მას 11 წლით პატიმრობა შეეფარდა საქმეზე, რომელიც 2006 წელს „ნავთლუღის სპეცოპერაციას“ ეხებოდა, რომლის დროს სამი ადამიანი მოკლეს.

ყველა ახალი ამბავი
0